მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა დარჩენილ წევრსა და პარტიას, ხელი მოაწერონ დოკუმენტს - კონოლი

გამოქვეყნდა:

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჯერალდ კონოლი საქართველოში ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ეტაპია დემოკრატიის ოჯახში საქართველოს როლის აღსადგენად.

"ეს შეთანხმება პოზიტიური, წინ გადადგმული ნაბიჯია და მნიშვნელოვანი ეტაპია დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში საქართველოს როლის აღდგენისთვის. მივესალმები ყველა ხელმომწერს ხელისუფლებისა და ოპოზიციისგან მათი მზადყოფნის გამო, განსაზღვრონ საქართველოს ერთიანი კურსი, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. პოლიტიკური კომპრომისი, რომელიც იშვიათად არის მარტივი, არის მთავარი მახასიათებელი, რაც განასხვავებს დემოკრატიებს. წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა – შეთანხმების სრულად და პირნათლად შესრულება.

საზღვრებს გარეთ საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები აკვირდებიან საქართველოს, ვიდრე ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტებს აძლიერებს იმისთვის, რომ მოაგვაროს პოლიტიკური პოლარიზაცია.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა დარჩენილ წევრსა და პარტიას, ხელი მოაწერონ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში კომპრომისის სულისკვეთებით ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ. ასევე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მმართველი პარტიის მიმართ, აჩვენონ ვალდებულება ოპოზიციის უფლებების დაცვის კუთხით. ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გარშემო", - წერია განცხადებაში.

მისივე თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ერთგული რჩება, რათა დაეხმაროს საქართველოს, რომ შეთანხმების მიხედვით შეასრულოს მისი მისწრაფებები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი