20 ივნისის ამნისტიის კანონი ყველას შეეხება, პოლიციელებსაც - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 ივნისის ამნისტიის კანონი შეეხება ყველას, მათ შორის იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო არიან ბრალდებულები.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 20 ივნისს აქციის დარბევის ბრძანება არავის გაუცია და ეს "კანონიერ ფარგლებს გარეთ გასული პროტესტის შეწყვეტა იყო".

"რა თქმა უნდა, შეეხება ყველას 20 ივნისთან დაკავშირებით ვისზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები, პოლიციელებსაც. ამნისტია ეხება ისეთ საკითხებს, როდესაც არის სავარაუდო დანაშაული. ბრძანება დარბევის იქ არ ყოფილა, ეს იყო უკვე კანონიერ ფარგლებს გარეთ გასული პროტესტის შეწყვეტა, მე ეს ესე დავინახე და ასე დაინახა ჩემა საზოგადოებამ. დავინახე, რა თქმა უნდა, რომ იქ ხალხს მიადგა დაზიანება და ეს ძალიან სამწუხაროა, უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით არის საქმეები, აქედან გამომდინარე, საქმეც იმას შეეხება, რომ როცა ვსაუბრობთ ამნისტიაზე, ამნისტია ეხება ყველას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამნისტია ერთ-ერთი პუნქტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტისა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ ხელი მოაწერა.

კანონპროექტი პარლამენტში 27 აპრილს, მას შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს, რაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევა, ამავე დღეს, პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი