შეთანხმება ნიშნავს გამჭვირვალე არჩევნებს, მედიის თავისუფლებასა და ოპოზიციას, რომელიც არ არის მტერი - რასა იუკნევიჩენე

გამოქვეყნდა:

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩენე საქართველოში ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ახალი დასაწყისია.

 "საქართველოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმება ახალი დასაწყისია. ეს ნიშნავს უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას, განსაკუთრებით, მმართველი პარტიისთვის. ასევე ნაკლებ სიძულვილს პოლიტიკაში, გამჭვირვალე არჩევნებს, მედიის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც არ არის მტერი, არამედ დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტი", - წერს რასა იუკნევიჩენე.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერს "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი