"დადებითობის მაჩვენებელი იზრდება და რა თქმა უნდა, შესაძლოა ჩვენ დაგვჭირდეს გადავხედოთ იმ შეზღუდვების გარკვეულ შესაძლებლობას, რაც ჩვენს ხელთაა. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ტიპის შეზღუდვაზე იყოს საუბარი. ასეთი ფორმულა და მზა რეცეპტი, რომელი იქნება პირველი ან მეორე და რომელ რეგიონში რა იქნება მისაღები დღეს ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ სიტუაციური ანალიზიდან გამომდინარე, მენიუ შეზღუდვების, რომელიც ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ლოკალურად და სხვადასხვა კონტექსტთან მიმართებაში განსხვავებული იქნება ერთმანეთისგან".
თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კორონავირუსის გამო, ქვეყანაში შესაძლო შეზღუდვების დაწესებაზე.