რუსეთმა აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვის უწყებაში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბარტ გორმანი დაიბარეს და ამერიკელი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცეს.

გაძევებულმა პირებმა რუსეთი 21 მაისის დღის ბოლომდე უნდა დატოვონ

"ეს არის საპასუხო ღონისძიება ამერიკული მხარის მტრულ ქმედებებზე ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს და ნიუ იორკში, რუსეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომლების პერსონა ნონ გრატად უსაფუძვლოდ გამოცხადებისთვის“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი