20 ივნისის ამნისტიას აპროტესტებს მოძრაობა "საქართველოსთვის". სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამ ამნისტიით არა ჰუმანურ აქტს გამოსცემს, არამედ ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას გავრილოვის ღამის სისხლისღვრაზე და ხელი დააფაროს პოლიციელებს, ვისი დანაშაულის გამოძიებაზეც მეორე წელია სისტემა უარს ამბობს.
ამნისტიას გავრილოვის ღამის დაზარალებულებიც აპროტესტებენ. მათ შარლ მიშელს ღია წერილით მიმართეს.
პარტიებს მიმართავს "საიაც" და მოუწოდებს არ დაუშვან იმ კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიას სამართალდამცავთა დანაშაულებზე.