"ოცნება" საკუთარ თავს პატიობს - ვის შეეხება ამნისტია

გამოქვეყნდა:

ამნისტია, როგორც თაღლითობის იარაღი - "ქართული ოცნება" საკუთარი თავის გადასარჩენად დიდი პოლიტიკური შეთანხმების უმნიშვნელოვანეს პუნქტს იყენებს. ხელისუფლება ცდილობს ამნისტიის შესახებ კანონით მსხვერპლი და დამნაშავე ერთმანეთს გაუთანაბროს.

მმართველი უმრავლესობის წევრები ფაქტობრივად არც მალავენ, რომ საკანონმდებლო მექანიზმით, რომლითაც ნიკა მელიას გათავისუფლბა მოუწევთ, პასუხისმგებლობა იმ პოლიციელებსაც მოეხსნებათ, ვინც გავრილოვის ღამეს ახალგაზრდებს თვალები დათხარეს. პასუხისმგებლობის მოხსნა იგეგმება იმ მაღალჩინოსნებისთვისაც, ვინც ეს ბრძანება გასცა. 

კანონპროექტი კიდევ ერთ რისკს შეიცავს - თუ ცვლილება დამტკიცდება და ძალაში შევა, 20 ივნისის საქმე დაიხურება და თაროზე შემოიდება. ანუ გამოდის, რომ ვერასდროს გავიგებთ ვინ გასცა გავრილოვის ღამის მშვიდობიანი აქციის დარბევის ბრძანება, ვერასდროს დავსჯით სამოხელეო დანაშაულისთვის მაღალჩინოსნებს და ვერ მივცემთ პასუხისგებაში არაადამიანურ მოპყრობაში მხილებულ სპეცრაზმელებსა და პოლიციელებს. ამ კითხვებზე დაზუსტებული პასუხების მიღებისას იურიდიულ სკაითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯერ ცოდნა მოგვიწონა, შემდეგ კი პირდაპირ დაგვიდასტურა, რომ ოცნება კანონს საკუთარი დანაშაულის მიჩქმალვისთვის იღებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი