
ევროპარლამენტარები, სვენ მიქსერი, მარინა კალიურანდი და ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სჯერათ შეთანხმების დოკუმენტი პოლიტიკურად დაბალანსებულია.
"ახალი ტექსტი ემყარება სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით შეთავაზებულ წინა წინადადებებს, რომელიც უფრო სრულყოფილად ეხება პოლიტიზებული სამართლიანობის საკითხებს, საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებას და სასამართლო რეფორმას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს წინადადება პოლიტიკურად დაბალანსებულია და ყველა ქართველი მოქალაქის საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დებატების ცენტრში აქცევს.
ის არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის გზის შეთავაზებაა და შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, რამაც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოწამლა. წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციას და კანონის უზენაესობას, რითაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეესაბამება.
სერიოზულად მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა დ პარლამენტის ცალკეულ წევრებს, იგივე გამბედაობა გამოავლინონ საქართველოს სასიკეთოდ. ამ პოლიტიკური კრიზისის სრული და საბოლოოდ უკან ჩამორჩენით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულყოფილად ფუნქციონირებას დაიწყებს და უზრუნველყოფს შეთანხმების სრულყოფილად განხორციელებას სიტყვით და სულით", - აცხადებენ ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტარები მზადყოფნას გამოთქვამენ გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან და შუამავლობა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.