ისრაელმა სირიაზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა

გამოქვეყნდა:

ისრაელმა სირიაზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის არმია Twitter-ზე ავრცელებს და წერს, რომ სირიიდან ნასროლი რაკეტა ნეგევის უდაბნოს სამხრეთით ჩამოვარდა. საპასუხოდ, ისრაელმა რაკეტის გამშვებ დანადგარს დაარტყდა.

იერიშების შედეგად დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ მათი თავდაცვის სისტემამ მოიგერია ისრაელის სარაკეტო იერიში, რომლის სამიზნე იყო დამასკოს გარშემო მდებარე რაიონები. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიჭრა და არის მატერიალური ზარალიც. 

ისრაელის სამხრეთში, ქალაქ დიმონასთან სადაც რაკეტა აფეთქდა ბირთვული რეაქტორი მდებარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი