ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 314 835 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გლობალური რეკორდი და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, ამავე პერიოდში ვირუსით 2 104 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე დიდი ყოველდღიური ზრდაა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6 მილიონს უახლოვდება.
ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღაა და მწვავე ჟანგბადის აპარატების უკმარისობა, გარდა ამისა, ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი სწორედ ჟანგბადის მომლოდინე პაციენტებს უკავშირდება.
ინდოეთს ამ დროისთვის 130 მილიონზე მეტი ვაქცინის დოზა აქვს მიღებული, აცრა მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკებს, ფრონტის წინა ხაზის პერსონალსა და 45 წელს ზემოთ ასაკისა და თანმხლები დაავადებების მქონე პირებს ეხებათ. პირველი მაისიდან აცრა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის დასაშვები გახდება.