არ ვეთანხმები - თეონა ჭალიძე წულაიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, თეონა ჭალიძეFacebook-ზე 23 ოპოზიციური პარტიის მხრიდან გოგი წულაიას საქმეზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ის განცხადებაზე ხელის მოწერას არ ეთანხმება.

"არ ვეთანხმები ამაზე ხელმოწერას,

პს: ვწუხვარ კიდეც",- წერს ჭალიძე.

გავრცელებულ განცხადებას ინდივიდუალურად გაემიჯნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძეც.

23 ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ქალთა მიმართ ძალადობის თემას სერიოზულად უყურებენ და ავტომატურად ეჭვქვეშ არ აყენებენ წარდგენილ ბრალდებებს, თუმცა ამბობენ, რომ ანალოგიურ ბრალდებებზე სასამართლო არასოდეს იყენებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მიუთითებს, შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურ მოტივზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი