ხატია დეკანოიძე წულაიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას ემიჯნება

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე წერს, რომ გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით, 23 ოპოზიციური პარტიის განცხადებას ემიჯნება. განცხადებას ხელს ენმ-ც აწერს.

"როგორც პარტიის წევრი ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას",- წერს დეკანოიძე.

23 ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ქალთა მიმართ ძალადობის თემას სერიოზულად უყურებენ და ავტომატურად ეჭვქვეშ არ აყენებენ წარდგენილ ბრალდებებს, თუმცა ამბობენ, რომ ანალოგიურ ბრალდებებზე სასამართლო არასოდეს იყენებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მიუთითებს, შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურ მოტივზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი