პოზიცია უცვლელია, პასუხისმგებლობის მასზე გადატანა მიუღებელი - მინაშვილი მელიას შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება თანაგუნდელი, აკო მინაშვილი შეხვდა. მან ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ნიკა მელიას პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის და 20 ივნისის ამნისტიის მიღების წინააღმდეგია. 

მინაშვილი აცხადებს, რომ უცვლელი რჩება პარტიის პოზიციას - სანამ მელია არ გათავისუფლდება, ისინი შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ. 

"პოზიცია არ შეცვლილა, ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს და არ დაეთანხმება არავის მხრიდან გირაოს გადახდას, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ხარკი, გამოსასყიდი, და მისთვის არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ამის გადახდა ნიშნავს, რომ მომავალში უნდა დაკანონდეს პოლიტიკური დევნა. 

ასევე, წინააღმდეგია ამნისტიის, რომელიც წარმოდგენილია, თუ ერთი პოლიციელის ამნისტიაც იგულისხმება, იგი ამ აქტს ეწინააღმდეგება. მან განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას არ მიიღებს ისტორიის გადაწერაში", - თქვა აკაკი მინაშვილმა. 

მინაშვილი ამბობს, რომ მელიას დილემის წინაშე დაყენება არასწორია. რაც შეეხება ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პოზიცია თავიდანვე დაფიქსირებული ჰქონდა და მასზე აქცენტის გადატანა არასწორია.

"პასუხისმგებლობის გადატანა ნიკა მელიაზე, რომელიც ინფორმირებულიც კი არ იყო თუ რა შინაარსის დოკუმენტზე მოაწერეს ხელი ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლების გზებთან დაკავშირებით, არის კატეგორიულად მიუღებელი", - თქვა საძაგლიშვილმა. 

 ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი