"შე დალოცვილო გიხდიან იმ გირაოს და გამოდი იმ ციხიდან", - ასეთ კომენტარს აკეთებს პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მელია 20 ივნისის ამნისტიის წინააღმდეგია, რადგან არ უნდა, იმ პოლიციელებს, რომლებმაც ძალა გადაამეტეს ამნისტია შეეხოს.
როგორც ელისაშვილი ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესში არის რევანში და ძალაუფლების დაბრუნება
"ნაციონალური მოძრაობა" იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსც საერთოდ არ ადარდებს ქვეყანა და ხალხი. ეს გაჯიუტებაც არის ამის დასტური. ამ ხალხს სწყურია მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება და რევანში. მეტი არაფერი არ უნდათ ამ ხალხს. არც ამ ქვეყნის დარდი ადარდებთ და არც ხალხის პრობლემები. მთელი მსოფლიო ჩარეულია, შეგვარიგეს შეგვათანხმეს, იმის მაგივრად, რომ პარლამენტში შევიდეთ ყველა და ხალხზე ვიფიქროთ, მიდის უაზრო გაჯიუტება", - ამბობს ელისაშვილი.
იხილეთ ასევე: