ოპოზიცის თქმით, ქვეყანაში სწრაფი ტესტების მარაგი ამოიწურა - ხელისუფლება უარყოფს

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდი ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ქვეყნის სათანადოდ მომარაგება ვერ უზრუნველყო. "ევროპული საქართველოს" წევრი, ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ "ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანიის პირობებში" ტესტების დეფიციტი შესაძლოა მოსახლეობისთვის დრამატული აღმოჩნდეს და ჯანდაცვის სამინისტრომ, ინფიცირებულების დადგენა ვეღარ შეძლოს, კალოიანის ინფორმაციით, დარჩენილია მხოლოდ 25 000 დოზა, რაც რამდენიმე დღის მარაგია.

ჯანდაცვის ექსპერტი, "ლელოს" წვერი ვახტანგ სურგულაძე ამბობს, რომ მესამე ტალღის პირობებში ტესტებზე მოთხოვნა გასამმაგდება.

"ნუთუ ასეთი რთული იყო, იმის წინასწარ დანახვა, რომ ტესტები მუდმივად დაგვჭირდება. დაიწყება მესამე ტალღა და მოთხოვნა ტესტებზე გაორმაგდება ან გასამმაგდება. ეს არი უპასუხისმგებლობა და მართვის ელემენტარული ცოდნის არ არსებობა. ესაა სტრატეგიული პროდუქტი, რომელიც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო", - თქვა მან.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანამ ანტიგენზე დაფუძნებული 1,5 მილიონი სწრაფი ტესტი შეიძინა და ტესტების პრობლემა არ დგას.

"ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების დამატებით 1,5 მილიონი დოზა შევიძინეთ მსოფლიო ბანკის პროექტი ფარგლებში. მოწოდება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში. მანამდე ქვეყანაში არის მარაგი, ქსელშიც და დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც 400 000-მდეა PCR ტესტის მარაგიც, მიმდინარე პერიოდში აქტიურად ხდება PCR ტესტებით ტესტირება", - ამბობს გაბუნია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი