
"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს, რომ ევროპაში ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა, რომ ევროპელი დეპუტატების ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიანი ხელშეკრულების აღსრულებას მონიტორინგს გაუწევს.
"ევროპაში ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა, რომ შეიქმნება ევროპელი დეპუტატების მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც 5-პუნქტიანი ხელშეკრულების აღსრულებას დეტალურ მონიტორინგს გაუწევს. ევროპარლამენტარების მონიტორინგის ჯგუფი კონტროლს გაუწევს, რომ შესრულდეს დოკუმენტის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით შეიქმნა",- წერს მამუკა ხაზარაძე.
"ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შესახვედრად 20 აპრილს გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.