"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ევროკავშირი ინტენსიურად განიხილავს პარტიის ინიციატივას, თავდებში დაუდგენენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთი ღონისძიება და ის გათავისუფლდეს.
როგორც ხაზარაძე განმარტავს, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან მელიას თავდებში დაუდგნენ:
"ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ლელოს ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, არის, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღმკვეთი ღონისძიება და მელია იქნას გათავისუფლებული, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა იქნება.
"ლელოს" ეს ინიციატივა ინტენსიურად განიხილება ბრიუსელში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე "ლელოც" მზად არის შეურთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას.
იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ასევე დადებითად მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და დროულ რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები, ვისაც გააჩნია საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება",- წერს ხაზარაძე
შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ.