ვუერთდები ლელოს ინიციატივას, ასევე მზად ვარ თავდებში პირადად დავუდგე - სამადაშვილი მელიაზე ​

გამოქვეყნდა:

სალომე სამადაშვილი უერთდება "ლელოს" ინიციატივას ნიკა მელიასთვის, ევროპარლამენტარების თავდებობასთან დაკავშირებით:

იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასთავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას" წერს სამადაშვილი

ევროპელი პარლამენტარები მზად არიან თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას - ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. 

"ლელოს" ლიდერები ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ. გარდა ამისა, როგორც მამუკა ხაზარაძე განმარტავს, თავდებობა არ გულისხმობს გირაოს გადახდას. მისივე ინფორმაციით, ერთ ერთი ევროპარლამენტარი ვინც ამ თავდებობას ხელს აწერს, რიხო ტერასია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი