გზავნილები საკანი#224-დან - ნიკა მელია არც გირაოს თანხმდება, არც ამნისტიას

გამოქვეყნდა:

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პოზიციას არ ცვლის - ეწინააღმდეგება გირაოს გადახდას და ამნისტიასაც, თუ ის ერთი მოძალადე პოლიციელის გათავისუფლებასაც კი გულისხმობს.

20 ივნისის ამნისტიაზე პასუხისმგებლობა დღეს პოლიტპატიმარ ნიკა მელიასა და ენმ-ს "გირჩელმა" იაგო ხვიჩიამ დააკისრა. ხვიჩია ფიქრობს, რომ მელია ევროკავშირიდან გირაოს გადახდას უნდა დათანხმებოდა. 

მელიას ადვოკატისთვის კი გაუგებარია, რატომ ალაპარაკდნენ მელიას პასუხისმგებლობაზე ის ოპოზიციონერები ვისი ხელმოწერაც შარლ მიშელის დოკუმენტზე უკვე არის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერთან კი ევროპული საბჭოს წინადადებების არცერთი პუნქტი არ შეთანხმებულა. 

დოკუმენტზე ხელმომწერები კი ამტკიცებენ რომ ამნისტიის კანონპროექტით 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოძალადე პოლიციელები პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებიან, თუმცა როგორ ამაზე პასუხი არ აქვთ.

მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ამნისტია ყველას შეეხება, მათ შორის მოძალადე სპეცრაზმელებსაც.

ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, ვინც დოკუმენტის ხელმომწერთა სიაში არ არის, მიუღებელია პასუხისმგებლობის ნიკა მელიაზე გადაბრალება, რადგან ის ციხეშია და მოლაპარაკების დეტალებზე საქმის კურსში საერთოდ არ იყო. 

დატოვებს თუ არ დატოვებს საპატიმროს პოლიტპატიმარი ნიკა მელია, ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში 27 აპრილს მაინც დარეგისტრირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი