
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციამ დილემის წინაშე დააყენა. მისი შეფასებით, "ლელოს" ინიციატივა, რომ ევროპარლამენტარები მელიას თავდებში ჩაუდგებიან შეთანხმების დოკუმენტს ეწინააღმდეგება.
"ამ შემთხვევაში, ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს - გამოვა ვაია, არ გამოვა - ვუია. რაც შეეხება "ლელოს" მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად "ლელომ" ხელი მოაწერა. საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების კომენტარები ვნახეთ, რომ ქვეყანა ვერ გადაყვება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა ციხიდან", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის აზრით, ნიკა მელიას საკითხი არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე "თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას".
ევროპელი პარლამენტარები მზად არიან თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას - ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. ინიციატივაზე ხელმოწერაზე მზად არის ევროპარლამენტარი რიხო ტერასია.