ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში საწოლების დეფიციტი არაა და ორშაბათიდან, პაციენტების მისაღებად ჯამში 6 500 საწოლი იქნება მზად.
"ორი დღის წინ გამოიცა დამატებითი ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს 1 000 საწოლის დამატებას, აქედან გამომდინარე ორშაბათიდან ჩვენ გვექნება 6 500 საწოლი, დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის 3 600-მდე პაციენტი, მობილიზებულია 5 500 საწოლი აქედან გამომდინარე საწოლების დეფიციტს მე თქვენ ვერ დაგიდასტურებთ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად ჯანდაცვის სექტორის დატვირთვა იზრდება.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.