
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი Twitter-ზე წერს, რომ საქართველომ და უკრაინამ MAP და NATO-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება უნდა მიიღონ.
"რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი "გამჭრიახობა" იმის შესახებ, რომ თითქოს უკრიანამ გაამწვავა სიტუაცია დონბასში, რათა მიეღო NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. კრემლის ყველა ამ "მანევრის" შემდეგ, ორივემ - საქართველომ და უკრაინამაც უნდა მიიღონ MAP და NATO-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება", - წერს ლინკევიჩუსი.