შემზარავი მოპყრობა ჯარში, რომელმაც მოსამართლეც კი გააოგნა. ახალწვეულების დამამცირებელი დასჯისა და არაადამიანური მოპყრობის საქმის განხილვამ დღეს იალღუჯის სამხედრო ნაწილში ძალადობის მასშტაბები და სიმძიმე კიდევ უფრო ნათელი გახადა.
დამნაშავეები ბრალს არ აღიარებენ, მათი ადვოკატები კი არგუმენტებზე საუბრობენ, მაგრამ ძალადობის მტკიცებულებები და დაზარალებულების ისტორიები მსმენელს შოკში აგდებს. ირკვევა უფრო მეტიც - ზედიზედ რამდენიმე ასეთი სისასტიკის შემდეგ ახალწვეულები თვითმკვლელობაზე ფიქრს იწყებდნენ.
დღესვე, ცნობილი ხდება, რომ პოლიციის მაიორი მერაბ ბარბაქაძე, რომელმაც 23 მარტს თავი მოიკლა, მოძალადე პოლიციელებს ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ასევე: