ბოლო 10 თვის განმავლობაში პირველად, 22 აპრილს ისრაელში COVID-19-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 22 აპრილს Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი უცვლელი – 6 346 დარჩა.
მათივე ინფორმაციით, ასეთი შემთხვევა ბოლოს 2020 წლის 29 ივნისს დაფიქსირდა.
ისრაელში სწრაფად და აქტიურად მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ქვეყანას მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე აცრილი ჰყავს.
ქვეყნამ ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და მოსახლების 54% უკვე კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზითაა აცრილი.