"ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი - დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც" - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი - დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც", - ასე ეხმაურება სალომე სამადაშვილი არჩილ თალაკვაძის პარლამეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომას.

როგორც სამადაშვილი წერს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია სწრაფად გაერთიანდეს.

 "ქართული ოცნება" აგრძელებს რღვევას. ოპოზიცია სწრაფად უნდა გაერთიანდეს. შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოუწევთ, ადგილობრივზე 42-ს კი არა, 22-ს ვერ აიღებენ, ვადამდელი გარანტირებული იქნება. ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი-დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც. იმედია, ჭკუა ეყოფა ახლა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას", - წერს სამადაშვილი.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა. მის შემცვლელად "ოცნებამ" კახა კუჭავა დაასახელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი