ვიცე-სპიკერი თავმჯდომარედ, თავმჯდომარე ვიცე-სპიკერად - დღეს, 24 აპრილს, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და თქვა, რომ პარტიამ როტაციის გადაწყვეტილება მიიღო.
რას ნიშნავს როტაცია - წრიული, ბრუნვითი მოძრაობა.. "ოცნების" როტაცია კი ასე გამოიხატა - პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე გახდება, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი - ვიცე-სპიკერი. ანუ, გამოდის, რომ "ქართული ოცნების" ამ ორმა წარმომადგენელმა თანამდებობა უბრალოდ გაცვალა.
არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2019 წლის 25 ივნისიდან იკავებდა. იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.
რაც შეეხება კახა კუჭავას, ის ვიცე-სპიკერის თანამდებობას საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე იკავებდა. ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე იყო მე-10 მოწვევის პარლამენტშიც. წინა წლებსი კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტსაც ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ასევე: