"ოცნების" როტაცია - რატომ "ჩამოალაბორანტეს" არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

მოულოდნელი და რადიკალური ცვლილებები "ქართულ ოცნებაში" - არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე აღარ იქნება. მის ადგილს ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა დაიკავებს. თალაკვაძე კი ამ ეტაპზე ვიცე-სპიკერის რანგამდე ჩამოალაბორანტეს და საპატიო სავარძლიდან რიგითი დეპუტატის სკამზე გადაჯდება. ამ გადაადგილებას "ოცნებაში" არაფერი მოასწავებდა.

"მთავარი არხი" ჯერ კიდევ წინა კვირას გიყვებოდათ, რომ კობახიძე-კალაძის კულუარული დაპირისპირების გამო თბილისის მერი "ქართული ოცნებიდან" საერთოდ წასვლას ფიქრობს. მაგრამ ამ შიდა ფრაქციულ კონფლიქტში თალაკვაძე ნომინალურად ყოველთვის ნეიტრალური ფიგურა იყო. მაშინ ჩნდება კითხვა - რა მოხდა დღეს დილით და რატომ გაუშვეს სპიკერი, რომელმაც შარლ მიშელის შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

 

თათია წოწონავა - "თალაკვაძის გადადგომის ისტორია"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი