
გერმანიამ აღდგენის პროცესები დაიწყო. რამდენიმე დღეში ყველა მაღაზია და დაწესებულება გაიხსნება. მომავალი კვირიდან საფეხბურთო ჩემპიონატის აღდგენაც იგეგმება.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მთვრობამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც კლების დინამიკის შენარჩუნებასა და საფრთხის შემთვევაში ვირუსის ლოკალიზებას უზრუნველყოფს.
კორონავირუსის მაჩვენებლებთან მიმართებით კარგი მონაცემები გვაქვს, რომლებიც სამომავლოდ მოქმედების საშუალებას გვაძლევენ. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა კონტროლი ხელიდან არ გაგვექცეს. შეთანხმებას მივაღწიეთ საფეხბურთო ჩემპიონატის აღდგენის თაობაზე. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ხელმძღვანელობა უსაფრთხოების ყველა ზომას დაიცავს. შეზღუდვების გარეშე გაიხსნება მაღაზიებიც, თუმცა მათ ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზომების დაცვა მოუწევთ, - აცხადებს მერკელი.
გერმანიაში სოციალური დისტანცირების მოთხოვნა 5 ივნისამდე ნარჩუნდება. საერთო ჯამში, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა 166 ათასზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა.