შევთანხმდით, რომ ამნისტია კონვენციით დაცულ მუხლებს ვერ შეეხება - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, ვინაიდან დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა მხოლოდ თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს.

"ვფიქრობ, კონკრეტულ შედეგზე საუბარი ადრეა, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შეხვედრა. თქვენ იცით, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია, მოვისმინეთ, როგორ ესახება ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა "ქართული ოცნების" მხარეს და დღეს იყო უფრო პოზიციების დაფიქსირება მხარეების მიერ, ვიდრე რაიმე შეთანხმებაზე საუბარი", - თქვა სამადაშვილმა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მხარეებს შორის გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მისი თქმით, ორივე მხარე თანხმდება, რომ ამნისტიის კანონი არ უნდა შეეხოს იმ მუხლებს, რომლებიც ვენეციის კომისიის დოკუმენტშია დაცული.

"თუ შეიძლება ითქვას, რომ ერთი საკითხი, რომელზეც მარტივად შევთანხმდით, ეს არის ის, რომ ამნისტია ვერ შეეხება იმ მუხლებს, რომლებიც არის კონვენციით დაცული, ეს თავისთავადაც ასეა. თუმცა შეიძლება განვიხილოთ ამნისტიის კანონში კიდევ ერთხელ დაზუსტებით ჩაწერა, რადგან ეს სწორედ ის საკითხია, სადაც არ არის აზრთა სხვადასხვაობა", - თქვა მან.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის პარტიები ევროკავშირის ოფისში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, მიხეილ სარჯველაძესა და ანრი ოხანაშვილს შეხვდნენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი