შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი, დავით ბაქრაძე 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნა გათვალისწინებული უნდა იყოს და ამნისტია არ უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გადამეტებით დაშლაში არიან ბრალდებულები.
ბაქრაძის აზრით, კანონში შემდეგი 3 პრინციპის გათვალისწინება უნდა მოხდეს:
დავით ბაქრაძის აზრით, კანონში ამ სამი პრინციპის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, პირნათლად შესრულდება შარლ მიშელის დოკუმენტი და მეორეს მხრივ, დაკმაყოფილდება საზოგადოების სამართლიანი პოზიცია.
"მაშინ, როცა არასდროს ამ მოლაპარაკებების პროცესში, ხელისუფლებას არ დაუყენებია ბრალდებული სამართალდამცველების ამნისტირების საკითხი. ამიტომ, ახლა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების ეტაპზე, მხარეების ხელოვნური "გათანაბრება" და ტოლობის ნიშნების დასმა ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შეთანხმების შესრულებისთვის ხელოვნური პრობლემის შექმნა", - აცხადებს ბაქრაძე.
მისივე თქმით, თუ აღნიშნული სამი პრინციპი გათვალისწინებული არ იქნება ინიცირების, განხილვისა და კენჭისყრის პროცესებში მხარდაჭერა შეუძლებლად მიაჩნია.