ჯაშუშები, 20 ივნისის წაშლილი ჩანაწერები, ფარული თვალთვალი - სუს-ის ანგარიში კომფორტულ გარემოში

გამოქვეყნდა:

სუს-ის უფროსის მოადგილეს დღეს განსაკუთრებულად კომფორტული გარემო დახვდა საკანონმდებლო ორგანოში.

დახურულ რეჟიმში მიმდინარე გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ბატიაშვილს მხოლოდ ივანიშვილის დეპუტატები უსმენდნენ, შესაბამისად კრიტიკული შეკითხვები და შენიშვნები არ ყოფილა.  

თავად კი მედიასთან მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციით შემოიფარგლა. 

ბატიაშვილის კომენტარიდან გავიგეთ, რომ უწყებამ ჯაშუშები საქართველოში გამოავლინა, მაგრამ ვერც მათი რაოდენობა დაგვისახელა, ვერც გამოძიებაზე გვესაუბრა და ვერც ის გვითხრა რომელ ქვეყნებს წარმოადგენენ. ეს ყველაფერი ალექსი ბატიაშვილმა სახელმწიფო საიდუმლოებით ახსნა.

რატომ გაანადგურეს 20 ივნისის ჩანაწერები, სცადა თუ არა ქართულმა ოცნებამ საკუთარი დანაშაულის დამალვა და მტკიცებულებების განადგურება, ფარული მიყურადება - სუს-ის მაღალჩინოსნები ცდილობენ მთავარი არხი დაარწმუნონ, რომ ქვეყანაში არავის უსმენენ და არავის უთვალთვალებენ.

3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენა მედიისთვის ტრადიციულად დახურული იყო.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი