თანახმა ვარ არ მოხდეს ამნისტიის განხილვა, მელია გამოვიდეს გირაოთი - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ის მხარს უჭერს იმას, რომ ნიკა მელიას გასათვისუფლებლად ის გზა გამოიყენონ, რომელიც თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვისაა მისაღები. ამის შესახებ ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზთან ისაუბრა.  

"მე მხარს ვუჭერ იმას, რაც ნიკამ განაცხადა, თუ ნიკა თანახმაა, მაგაზე ორივე ხელით მაგას მხარს ვუჭერ, ოღონდ ეგ არაა ჩემზე დამოკიდებული. მე თანახმა ვარ, რომ საერთოდ არ მოხდეს ამნისტიის განხილვა და მელია გამოვიდეს ციხიდან გირაოთი, როგორც თვითონ განაცხადა. ეს საკითხი კონკრეტულად ნიკა მელიასთვის ჩაიწერა და ნიკა თუ სხვა გზას ირჩევს ეს არის მისი ნება. ჩემზე არაა ეს დამოკიდებული, ეს პირველ რიგში მედიატორის გადასაწყვეტია", - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მისივე თქმით, ჯერჯერობით საჯარო განცხადებებიდან ისე ჩანს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს ამნისტიის კანონის სათავისოდ გამოყენებას და არაა გამორიცხული, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიცია მოატყუოს "ერთხელ უქნიათ თუ ორჯერ".

რაც შეეხება პარლამენტში მის დღევანდელ ვიზიტს, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ იმისთვის მოვიდა, რომ გიორგი რურუა გამოვიდეს ციხიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი