
"ხელისუფლებას გაუტკბა პროტესტის გარეშე არსებობა," - არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობა" პრემიერის პეტიციით მიმართავს.
ონლაინ პეტიციაში, რომელსაც 2000 ხელმომწერი ჰყავს, სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას სთხოვენ აღარ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს შემოსავლის მიღების საშუალება მიეცეთ და მოიხსნას კომენდანტის საათი.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში პეტიცია გიორგი გახარიას სახელზე უკვე ჩააბარა.