გირჩის აქცია-სეირნობის მონაწილეები 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

"გირჩის " აქცია-სეირნობაზე დაკავებული ორი პირი, საქალაქო სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ადვოკატმა მარიამ მაძღარაშვილმა გვითხრა, სასამართლომ, თამარ ლატარიასა და მაგდა დიაკონიძეს ხულიგნობა ვერ დაუდასტურა. ისინი პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაჯარიმდნენ.

შეგახსენებთ, რომ გირჩმა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მოთხოვნით იპოდრომზე აქცია-სეირნობა 22 აპრილს ჩაატარა. აქციის მონაწილეეების უმეტესობას, მათ შორის გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძესა და Glovo-ს კურიერს,3000-3000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს.

გირჩის წევრები ამ ფაქტს სამართლებრივ აბსურდს უწოდებენ. ისინი ჯარიმიების  გადახდას არ აპირებენ.  სამომავლოდ კი ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებენ.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი