
"ევროპელი სოციალისტების" წევრს, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას არ ესმის, როგორ უნდა გაარკვიონ 20 ივნისის ღამეს ვინ იყვნენ ის სამართალდამცავები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს და ვინ პირიქით. მისი აზრით, ამ პერიოდში "დესტრუქციული ჯგუფი" უკანონო ქმედებებს ჩადიოდა.
"ამნისტიასთან მიმართებაში, რაღაც ტრადიცია გახდა საქართველოში, რომ ორი წლის უკან, 2003 წლიდან ეს ერთი ჯაჭვია, 2008 წელი, 2019 წელი გავრილოვის მოვლენები, მერე პოზნერის მოვლენები, ზეწოლა ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ხვალ-ზეგ კიდევ იყოს ისეთი მოთხოვნები, რომ აი ეს გასათავისუფლებელია.
ახლა როგორ გავარკვიოთ ჩვენ ის სამართალდამცავები, რომლებიც იცავდნენ პარლამენტის შენობას, სახელმწიფო დაწესებულებას, ასრულებდნენ თავის მოვალეობას და იყო დესტრუქციული ჯგუფი, რომელიც მართლაც უკანონო ქმედებებს ჩადიოდა. ერთს მივუდგეთ როგორც გასათავისუფლებელი და იმათ ამნისტია, მეორეს რასაც ისინი აკეთებდნენ მოვალეობიდან გამომდინარე, თავდადებით, იმას ეს არ შეეხოს", - თქვა ფრიდონ ინჯიამ.
მისივე თქმით, "ევროპელ სოციალისტებს" აქვთ იდეა, გამოცხადდეს საყოველთაო ამნისტია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 აპრილს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. სავარაუდოდ, დღესვე უნდა გამოსცეს პრეზიდენტმა "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას შეწყალების აქტი.