ოპოზიცია ტროლებისა და ბოტების ქარხნის დაფინანსების წყაროთი ინტერესდება

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ, ე.წ. ტროლების ქარხნის უკვე მეორედ დახურვას ეხმაურებიან. ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" დეზინფორმაციის კამპანიას 2020 წლის არჩევნებისთვის აქტიურად გამოიყენებს. 

როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" იმედი აქვს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ისევ გამოიყენებს ტროლებისა და ბოტების იმპერიას, რაც რეალურად, დემოკრატიისთვის ძალიან დიდი საფრთხეა, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციაში ინტერესდებიან იმითიც, საიდან ფინანსდება „ქართული ოცნების“ ტროლებისა და ბოტების ქარხანა. ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" ახლა გამოძიებას არ დაიწყებს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და ამაზე გამოძიება ჩატარდება კარგად გამოჩნდება, რომ დიდი ალბათობით ამ ყველაფერში იხარჯებოდა საბიუჯეტო თანხები და ეს ქართული ოცნების კიდევ ერთი დანაშაულია.

თუკი ეს ხდება სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით, ეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულია. ზოგადად, პიარსა და რეკლამაზე ხელისუფლება უკვე ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს. მნიშვნელოვნად გაზრდილია ამ მიმართულებით ოფიციალურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათთვის გადახდილი ხელფასის რაოდენობაც და ამას ემატება არაფორმალური სტრუქტურებიც, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან აშკარად ორკესტრირებულია, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე.

ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ როდესაც ხელისუფლება ნდობას კარგავს, მას რეპრესიისა და სიცრუის მანქანის ამუშავება სჭირდება.

როგორც მილიარდები ვერ უშველის ივანიშვილს, ისე ყანდიაშვილები ვერ უშველიან. როდესაც ადამიანი მხდალი და დამალულია, მის ნაცვლად კოკა ყანდიაშვილებით ბრძოლა არ არის პერსპექტიული, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი ხელისუფლების მიერ ფეისბუქის ტროლებისა და ბოტების საშუალებით კონტროლს სამარცხვინოს უწოდებს. 

ეს ნათლად აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების მცდელობას რომ კვლავ ბოტების და ტროლების იმედზე ჩაატაროს არჩევნები, - აცხადებს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა ე.წ. ტროლების ქარხანა, კოკა ყანდიაშვილის გვერდი და მასთან დაკავშირებული ეS-პერსონას საიტი რამდენიმე დღის წინ გააუქმა. ამ ფაქტს ყანდიაშვილი გუშინ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფეისბუქმა ეს გადაწყვეტილება საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით მიიღო.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი