გიორგი რურუას შეწყალება - პრეზიდენტი ჯერჯერობით დუმს

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს. პრეზიდენტს არც განცხადება გაუკეთებია და არც რაიმე დოკუმენტი გამოუქვეყნებია.

შეთანხმების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" ერთ - ერთ მეწილის შეწყალების აქტი სწორედ დღეს უნდა გამოეცა, მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა.

ოპოზიციონერები საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ და სხდომათა დარბაზში განცხადებებიც გააკეთეს. 

"სალომე ზურაბიშვილმა წინა სამშაბათს განაცხადა, რომ ერთი კვირის თავზე, ანუ დღეს, შეიწყალებდა გიორგი რურუას. მას განსაზღვრული ჰქოდნა ორი წინაპირობა: ერთი, ეს იყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან შეთანხმებაზე ხელმოწერა. როგორც ვიცით, პირველი შესრულდა, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ხოლო მეორე წინაპირობა დღეს შესრულდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლით და დარეგისტრირებით.

შესაბამისად, ეს წინაპირობები შესრულებულია და ახლა უკვე ველოდებით ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას,-თქვა დიტო საძაგლიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი