Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიღებთ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველო Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს. ამ თემაზე ღარიბაშვილი Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა.

"სატელეფონო საუბრისას Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განვიხილეთ.

ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე - ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, 27 აპრილს იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" ასაცრელად რეგისტრაციას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები 20:00 საათიდან გაივლიან.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი