ყველაფერი, რაც ინდოეთსა და იქ გავრცელებული შტამის შესახებ უნდა ვიცოდეთ

გამოქვეყნდა:

თებერვლის სტატისტიკით ისე ჩანდა, თითქოს ინდოეთი COVID 19-ის პანდემიას უმკლავდებოდა. მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში დღიური შემთხვევები გასული წლის პირველ ტალღასთან შედარებით 90%-ით შემცირდა.

დღეს კი იქ ყველაზე საშინელი ეპიდაფეთქებაა. დღიური შემთხვევები ბოლო 10 დღის განმავლობაში უწყვეტად იზრდება. ორშაბათს ინდოეთში ინფიცირების 352 991 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ერთ დღეში ამდენი შემთხვევა არსად დაფიქსირებულა.

ქვეყანაში კი ეს რიცხვები შემაძრწუნებელ ტრაგედიად ითარგმნება. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში მასობრივ კრემაციაზე მისული სრულად ეკიპირებული მგლოვიარე ოჯახები ჩანს, რომლებიც თავიანთ საყვარელ ადამიანებს ბოლოჯერღა ნახულობენ. საავადმყოფოებს საბაზისო მარაგები ამოეწურა, პაციენტთა უმეტესობა ჟანგბადის უკმარისობით იღუპება. ავადმყოფების ოჯახის წევრები კლინიკიდან კლინიკაში დარბიან და საყვარელი ადამიანებისთვის გამწარებით ეძებენ ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში
საწოლებს.

კაცი ნათესავის კრემაციამდე უკანასკნელ რიტუალს ასრულებს. კადრში კრემაციისთვის გამზადებული სხვა ადამიანებიც ჩანან.

ინდოეთის მთავრობა კრიზისის სამართავად იბრძვის, სხვადასხვა ქვეყნები დახმარებას სთავაზობენ, მაგრამ ეპიდაფეთქებას შემსუბუქების პირი არ უჩანს. მეტიც, ზოგიერთი ექსპერტი ვითარების გაუარესებასაც წინასწარმეტყველებს.

ვშიშობ, ეს პიკი არ არის. დაგროვილი მონაცემების მიხედვით, პიკს 2-3 კვირა გვაშორებს, - ამბობს დოქტორი გირიდჰარა ბაბუ ინდოეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდიდან.

ზოგი გირიდჰარას არ ეთანხმება და თვლის, რომ ქვეყანა პიკში სწორედ ახლაა. მაგრამ ამდენი ავადმყოფითა და სამედიცინო მარაგების დეფიციტით მეორე ტალღის გადავლამდე კიდევ ბევრი ადამიანი დაიღუპება.

რამ გამოიწვია სიტუაციის გაუარესება?

შემთხვევათა ზრდა მარტის დასაწყისში დაიწყო, მაგრამ სწრაფად აჩქარდა - თვის ბოლოს დღიური შემთხვევების რიცხვი 6-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე თვის დასაწყისში. ეს ექსპონენციალური ზრდა უფრო და უფრო გამწვავდა.

ექსპერტების თქმით, მეორე ტალღის სიმწვავე ხალხის მოუმზადებლობამ განაპირობა. პირველი ტალღის პიკი სექტემბერში იყო და დღიური შემთხვევები მომდევნო თვეებში მკვეთრად შემცირდა. კრიზისიდან გამოსვლა იმდენად წარმატებული ჩანდა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მარტის დასაწყისში თქვა, რომ ისინი „პანდემიის დასასრულში“ იყვნენ.

კაცი COVID-19-ით დახოცილი გვამების გვერდით ზის კრემატორიუმის წინ.

ინდოეთში მასობრივი ვაქცინაცია (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე ამბიციური) იანვარში დაიწყო.

მოქალაქეებმა უსაფრთხოების წესების დაცვას მოუკლეს, ნაკლებად იცავდნენ სოციალურ დისტანციას და ძალოვნებმაც კანონის აღსრულება ისე მკაცრად აღარ გააგრძელეს, როგორც აქამდე.

უეცარი ზრდის მასშტაბურობა ვერავინ შენიშნა. როდესაც წინა ტალღას წარმატებით გავუმკლავდით, ყველა ჩვენგანში გაჩნდა გრძნობა, თითქოს ეს რაღაც არსებითად დავამარცხეთ. ჩვენ შემდეგი აფეთქების ნიშნები დავინახეთ, მაგრამ მისი მასშტაბურობა და ინტენსიურობა აშკარა არ იყო, - ამბობს ინდოეთის მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩეველი კ. ვიჯეირაგავანი.

კრიზისი მთავრობის ნელმა რეაგირებამ გაამწვავა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შტატის მინისტრები
და ადგილობრივი მაღალჩინოსნები თებერვლიდან მოყოლებული დროულად რეაგირებენ, პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი ბოლო კვირებამდე სრულად დუმდა, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ ცენტრალურ მთავრობაში მმართველობის ვაკუუმია.

მოდიმ გასულ კვირას საბოლოოდ დაარღვია დუმილი და სიტუაციის სიმწვავეზე ისაუბრა. მან შტატებისა და საავადმყოფოების ტვირთის შესამცირებლად გადაუდებელი ზომები მიიღო. მაგრამ უკვე გვიანი იყო. მსხვერპლი უკვე გაღებულია.

სად ხდება?

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელის მეორე ტალღა მძიმედ დაატყდა თავს. დელის გაერთიანებული ტერიტორია, სადაც ნიუ დელიც მდებარეობს, 19 აპრილს ჩაიკეტა. ლოქდაუნი ჯერჯერობით 3 მაისამდეა გამოცხადებული.

ჯანდაცვის მუშაკს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი გადაჰყავს. ნიუ დელი.

დელიში არსებულ საავადმყოფოებს ჟანგბადის აპარატების საშინელი დეფიციტი აქვს. 23 აპრილს, 20 კრიტიკულად მძიმე პაციენტი იმის გამო დაიღუპა, რომ მათ ჟანგბადი 7 საათის დაგვიანებით მიაწოდეს.

ყველაფერი, რაც გვქონდა, გამოლეული იყო. ჟანგბადით დროზე არ გვამარაგებდნენ. დღის 5 საათზე უნდა მოეტანათ, მაგრამ შუა ღამისას მოგვიტანეს. კრიტიკულად ავადმყოფ ადამიანებს ჟანგბადი სჭრიდებოდათ, - ამბობს ექიმი დკ. ბალუჯა.

მეორე ტალღამ მაჰარაშტრას დასავლეთ შტატსაც მძიმედ დაარტყა. ადგილზე გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა: აიკრძალა ოთხ ადამიანზე მეტის შეკრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ სასიცოცხლო სერვისებსა და გადაუდებელ საქმეებს ემსახურება, როგორიცაა დაკრძალვა. 

მსხვერპლები

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-პაციენტები თითქმის ყველა ასაკის ადამიანებს მოიცავს, ექსპერტების თქმით, ეს მეორე ტალღა უფრო ახალგაზრდებზეა მიმართული და მათ აინფიცირებს ყველაზე მეტად.

ვირუსი და მისი მეორე ტალღა ახალგაზრდა ხალხს უტევს, ბავშვებსაც კი. ასეთი რამ პირველ ტალღაში არც კი დაფიქსირებულა. ჩვენ ვნახეთ 18 დღის ჩვილები, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, - ბარკჰა დუტი, ნიუ დელიში მცხოვრები ავტორი და ჟურნალისტი.

დოქტორი ლანსელოტ პინტოს თქმით, ამის მიზეზად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ ინდოეთი ზოგადად ახალგაზრდა ქვეყანაა, სადაც მედიანური ასაკი 27 წელია. ასევე, არის იმის შესაძლებლობაც, რომ მეორე ტალღის დროს ახალგაზრდა პაციენტების სიჭარბე ვირუსის ან მისი მუტაციების ბრალია - მაგრამ ზუსტი მიზეზის დასადგენად ჯერჯერობით საკმარისი ინფორმაცია და მონაცემები არ არსებობს. ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა კვლავ 70 წლის ზემოთ პაციენტებშია, „რაც იმას ნიშნავს, რომ მოხუცებს ინტენსიური მკურნალობა სჭირდებათ.

ახალი ვარიანტები

ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ამჟამინდელი აფეთქების მიზეზი შესაძლოა „ინდური შტამი“ იყოს. 

მაჰარაშტრაში როგორც კი ვნახეთ ინდური შტამის გავრცელება, მაშინვე აფეთქება მოხდა. დელიში ვნახეთ მისი გავრცელება, მაშინვე აფეთქება მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური კორელაციაა, - ამბობს ანურაგ აგრავალი, გენომისა და ინტეგრაციული ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

მეცნიერები ვირუსის ინდურ ვარიანტს ჯერ კიდევ სწავლობენ და გენომის სეკვენირებას ახდენენ, რათა განსაზღვრონ, რა ეფექტი აქვს (თუ აქვს) მუტაციას. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ახალი ვარიანტები აშკარა რისკს შეიცავს და მანამდე ჩანს ეს ყველაფერი, სანამ ფორმალური მონაცემები მოგროვდება.

მძიმედ დაზარალებულ ქალაქებში მდებარე მჭიდროდ დასახლებული უბნების მაცხოვრებლებში პირველი ტალღისას ანტისხეულების 50% დაფიქსირდა, დღეს კი მათ 25%-ს კი ინფექცია დაუდასტურდა. ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ადრეული ვარიანტების მიმართ ნებისმიერი იმუნურობა უკვე აზრს კარგავს.

რა ხდება ვაქცინებზე?

ინდოეთმა ოქსფორდისა და ასტრაზენეკას ერთობლივად შექმნილი ვაქცინა და ეროვნული წარმოების Covaxin მოიმარაგა. აპრილის შუა რიცხვებში კი, მათ რუსული ვაქცინა, სპუტნიკ V შემოიტანეს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანამ 140,9 მილიონი დოზა ვაქცინა შემოიტანა.

ქვეყანამ ვაქცინაციის პროგრამა იანვარში დაიწყო. აცრა ჯანდაცვის მუშაკებსა და რისკ-ჯგუფებს გაუკეთეს. 25 აპრილს ვაქცინაციის დაწყებიდან 100 დღე გავიდა - ინდოეთის მიზანი 300 მილიონი ადამიანის აცრაა აგვისტომდე. თუმცა ინოკულაციის პროგრამას ცუდი სტარტი ჰქონდა. დაწყებული ლოჯისტიკური პრობლემებიდან და დამთავრებული პოპულაციაში გაჩენილი სკეპტიციზმისა, რომელიც განსაკუთრებით ეროვნული წარმოების ვაქცინას ეხებოდა, რადგანაც Covaxin-მა საგანგებო გამოყენების უფლება მიიღო მანამ, სანამ მისი ეფექტურობა მესამე ფაზით დადასტურდებოდა.

CNN-ის მონაცემებით, მიუხედავად ერთ-ერთი ყველაზე მეტი ვაქცინის დოზის ფლობისა, ინდოეთი ერთ სულ მოსახლეზე ვაქცინაციით ბევრ ქვეყანას ჩამორჩება.

რაც შეეხება ვაქცინების ეფექტურობას ახალი შტამის მიმართ, ეს ჯერჯერობით უცნობია. იმის გადაჭრით თქმაც შეუძლებელია, გამოიწვია თუ არა ახალმა შტამმა ასეთი მძიმე ვითარება ინდოეთში. ვაქცინები თავდაპირველი, უხანიდან წამოსული კორონავირუსის გენომის მიხედვით იქმნება. დღეს არსებული აცრები უმკლავდება ე.წ. ბრიტანულ შტამს, თუმცა, ეფექტურობას ოდნავ კარგავს სამხრეთ აფრიკისა და ბრაზილიის შტამების მიმართ.

რადგანაც ჯერჯერობით ინდოეთის მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია აცრილი, ახალ შტამის მიმართ ბევრი ვაქცინების მიერ შექმნილი წნეხი ინტენსიურად არ მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის მიმართ იმუნური მუტანტი ვირუსის წარმოქმნა ნაკლებად სავარაუდოა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი