"მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. გლდანის ციხიდან ის ამ წუთებში გამოვიდა.
თავისუფლებას ჯერ ვერ შეგიფასებთ, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, არის მადლობა ვუთხრა შარლ მიშელს, ასევე აშშ-ის ელჩს დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში შაჰინს და რიშს და ევროპარლამენტარებს...
...პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი. ტყუილი ბრალდებით. ეს დამტკიცდა და მემგონი ყველასთვის ნათელია, ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ.
[შეთანხმების] შესრულებას არ ველოდი და ეს გასაგებია რატომაც, 20 ივნისის მერე ძალიან ბევრჯერ გატეხეს სიტყვა და ბუნებრივია აღარ ენდობი იმ ადამიანს, ვინც ისტყვა ბევრჯერ გატეხა.
...მემგონი თავისი ასე ვთქვათ, დანაშაული გამოასწორეს, მე შესაწყალებელი არაფერი მქონდა.. მე ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემომთავაზეს მეღიარებინა დანაშაული, 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, მაგრამ უარი ვთქვი, მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ, - ამბობს გიორგი რურუა.