ოპოზიცია პირობას დებს, რომ იმ ადამიანებს, ვინც 20 ივნისს დამიზნებით ისროდნენ, ამნისტია არ შეეხებათ. დ

იდენტიფიცირებული მხოლოდ 3 სპეცრაზმელია. გამოძიება კი მათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებას ედავება.

3 ბრალდებულიდან ორს ციხეში ერთი დღეც არ გაუტარებია.

სპეცრაზმელ ლევან იმერლიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ იმერლიშვილი ბრალს აღიარებს და თვლის რომ ამნისტია უნდა შეეხოს, თუმცა პარალელურად, ადვოკატთან ერთად, უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სპეცრაზმელი საპროცესო შეთანხმებაზე ზრუნვასაც იწყებს.

მის მსგავსად ბრალს აღიარებს გიორგი ესიაშვილი. ამნისტიაც სურს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებასაც ცდილობს. მის შემთხვევაში დაზარალებულების თანხმობა საქმეში დევს, თუმცა ესიაშვილიც და მისი უფლებადამცველიც ტელეკამერებს ემალებიან.

3 სპეცრაზმელიდან, ერთადერთი ვინც ბრალს არ ეთანხმება მინდია ამბარდნიშვილია. ის თვლის რომ გავრილოვის ღამეს დანაშაული არ ჩაუდენია და არც ამნისტია სურს. ფიქრობს, რომ სასამართლო ისედაც გაამართლებს.

ოფიციალური ცნობით,​ გავრილოვის ღამეს, აქციის 240 მონაწილე დაშავდა, თუმცა დაზარალებულის სტატუსი ხელისუფლებამ მხოლოდ 5 პირს მიანიჭა.

იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე მხოლოდ სამია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი