პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური მძევლები - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განმარტა რომ პოლიტიკური კრიზისის გადასალახავად, ახლა, პირველ რიგში, ნიკა მელია დამამცირებელი პირობების გარეშე უნდა გათავისუფლდეს.

მიხელ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია შეწყდეს ადამიანების პოლიტიკური დევნა, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტების, რომელთა საქმიანობა და განსხვავებული აზრი, მმართველი გუნდისთვის მიუღებელია .

მიეცეს საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლისა და ხალხთან ურთიერთობის შესაძლებლობაა - ესაა მესამე პრეზიდენტის მიმართვის კიდევ ერთ მთავარი ნაწილი.   

ენმ-შიც ამბობენ რომ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზა სწორედ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ გზავნილებზე გადის.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია და მას მოქმედი ხელისუფლებისგან ორი არჩევანი აქვს - ან იყოს საზღვარგარეთ პოლიტიკური დევნილი, ან საკუთარ სამშობლოში - საპყრობილეში. 

პარლამენტის ახალი თავმჯდომარე კახა კუჭავა განმარტავს, რომ საზღვრის კვეთას და გადაადგილებას კანონი არეგულირებს და მესამე პრეზიდენტის ქმედებებიც სწორედ კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული. ირაკლი კობახიძე კი მიხეილ სააკაშვილის შესახებ კითხვას გაექცა. 

შეწყდება თუ არა პოლიტიკური დევნა ქვეყანაში - ჯერი ახლა ქართულ ოცნებაზეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი