აქტივისტების დევნა - რატომ გაუშვეს სამსახურიდან გიორგი მუმლაძის ძმა

გამოქვეყნდა:

პოლიტპატიმრების შეწყალებისა და ამნისტიის ფონზე, "ქართული ოცნება" პოლიტიკურ დევნას უსასტიკესი გზებით განაგრძობს. ახლა ოლიგარქის პოლიტიკურ კლანს სამიზნეში სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და მისი ოჯახი ჰყავს ამოღებული. პატიმრობას გადარჩენილი გიორგი მუმლაძის ძმებს სისტემა უკვე მეორედ უპირისპირდება. წლების წინ სასაზღვრო სამსახურიდან გაშვებული და შემდეგ უკან დაბრუნებული ძმის შემდეგ, ახლა "ოცნების" ხელისუფლება უფროს ძმასაც დაუპირისპირდა და შემოსავლის გარეშე დატოვა.

სიმონ მუმლაძე "მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში" 10 წლის განმავლობაში, დაარსების დღიდან მუშაობდა, მაგრამ გუშინ სამსახურში უთხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.

"მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს" 100 %-იანი წილი თვითმმართველ თემს
მარნეულის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. საწარმოს დირექტორი 2018 წლიდან ირაკლი ბურნაძეა. ირაკლი ბურნაძემ "მთავარ არხს" დაუდასტურა, რომ ხელშეკრულება მხოლოდ ერთ თანამშრომელს, აღარ გაუგრძელეს.

ნიშანდობლივია, რომ ირკალი ბურნაძის მამა ვანო ბურნაძეა. ვანო ბურნაძის მიერ 2019 წლის შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავჯდომარის თანამდებობა უკავია. გიორგი მუმლაძე დარწმუნებულია, რომ საწარმო ხელისუფლების გავლენებით იმართება და სიმონ მუმლაძე სამსახურიდან სწორედ მისი პოლიტიკური აქტივობის გამო გაათავისუფლეს.

 

ავტორი: ბარბარე მაზმიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი