რუსეთი საქართველოსა და უკრაინასთან საპარლამენტო დიალოგის აღდგენისთვის მზადაა

გამოქვეყნდა:

რუსეთი მზად არის საქართველოსთან და უკრაინასთან საპარლამენტი დიალოგი სრულაიდ აღადგინოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ „რაშა თუდეის“ მიერ ორგანიზებულ ვიდეო კონფერენციაზე განაცხადა.

„რუსი პარლამენტარებისა და ჩემი კოლეგების სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ აღვადგინოთ საპარლამენტო დიალოგი, როგორც  ქართველ და უკრაინელ თანამოაზრეებთნ ასევე  ოპონენტებთან, - განაცხადა კონსტანტინ კოსაჩევმა. 

კონფერენციაში ნინო ბურჯანაძე და უკრაინის პარლამენტის წევრი ოლეგ ვოლოშინიც მონაწილეობდნენ. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებების მომხრეა, თუმცა, ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებს.

ამას უნდა გამბედავი ხელისუფლება, რომელიც თავის თავზე აიღებს გამბედაობას საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აწარმოოს ძალიან მძიმე, რთული და რაღაც პერიოდშ არაპოპულარული მოლაპარაკებებიც კი. მთავარი თემა საქართველოსთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტი და ქვეყნის მთლიანობა, ყველა დანარჩენი თემა არის თანმდევი, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი