"ველოდებით წინგადადგმულ ნაბიჯებს შეთანხმების შესასრულებლად" - ევროკავშირის წარმომადგენლობის მორიგი განცხადება

გამოქვეყნდა:

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ცალკეული პუნქტების შესრულებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება. განცხადება  მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. 

მივესალმებით ქართველი პოლიტიკური ლიდერების დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლებიც 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მოქმედებენ. დღეს, ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მოქალაქეების სახელით, პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთნენ. ერთად, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის მოსაგვარებლად. შეთანხმების მხარდასაჭერად, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა.

ეს იყო რთული გადაწყვეტილება, რაც პოლიტიკურ სიმამაცეს მოითხოვს. ველოდებით წინგადადგმულ ნაბიჯებს შეთანხმების აღსრულებისთვის, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, იმისთვის, რომ განვითარდეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის არჩეულ წევრებს, შეუერთდნენ შეთანხმებას და ხელი შეუწყონ მის განხორციელებას საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისათვის, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი