აშშ-ში, სრულად ვაქცინირებულებისთვის პირბადე სავალდებულო აღარ იქნება

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულად ვაქცინირებული პირებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ნიღბის ტარების მითითებები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ვაქცინირებულებს სეირნობისას, ვარჯიშისას, სადილობისას და პატარა შეკრებებისას პირბადე აღარ დასჭირდებათ. 

თუმცა, CDC მოსახლეობას პირბადის ტარებას მაინც ურჩევს ხალხმრავალ ადგილებში, დახურულ სივრცეებსა და ისეთ ადგილებში, სადაც ინფიცირების საფრთხეა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი