
ამნისტიის ორი კანონპროექტი - "ქართული ოცნება" და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის სხვადასხვა კანონპროექტებს წარადგენს. მხარეები ვერ თანხმდებიან ვის უნდა შეეხოს ამნისტია.
"ოცნებამ" კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირა, რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი კანონპროექტს დღეს, 28 აპრილს წარადგენენ.
"ოცნებამ დაარეგისტრირა უკვე თავისი კანონპროექტი, ცხადია, მას არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა, ეს არ არის რაც შეთანხმებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, შესაბამისად, ჩვენ დავარეგისტრირებთ ალტერნატიულ ვერსიას, რომლითაც გამორიცხული იქნება, რომ ის ადამიანები, ვინც ხალხი დაასახიჩრა, ან ასეთი ბრძანება გასცა, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები გაექცნენ მომავალში პასუხისგება. მათ შორის, ჩადებული იქნება კონკრეტული მექანიზმი, რომ დაზარალებულის თანხმობის გარეშე არავის არაფერი ეპატიოს", - "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, ხათუნა სამნიძის განმარტებით, ორი კანონპროექტის დარეგისტრირება შეთანხმების პირობებს არ არღვევს და ფართო დისკუსიებში შესაძლოა პოზიციები დაახლოვდეს.