ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიებაც ხდება, სავარაუდოდ მელიასია - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, ყველაზე მძიმე სავარაუდო დანაშაული, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აქვს ჩადენილი.

"ყველაზე მძიე დანაშაული, რომლის პატიობაც ხდება ამ ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული, შესაბამისად, თუკი ამას ვპატიობთ, სხვა მასზე უფრო ქვემოთ, ან მისი მაგავრი დანაშაულებიც ხომ უნდა ვაპატიოთ?!", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 პაპუაშვილის აზრით, მთავარია შეთანხმდნენ სად არის სიმართე და უნდათ თუ არა, რომ ამ ამნისტიის უახლესი წარსულის ეს გვერდი გადაშალონ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება 20 ივნისის კანონპროექტზე ვერ თანხმდება. "ოცნებამ" საკუთარი ვერსია უკვე დაარეგისტრირა, ოპოზიცია კი იგივეს გაკეთებას დღეს, დღის ბოლომდე აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი