ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრილიუს ლანდსბერგისი, ამ წუთებში, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ხვდება. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან ევროინტეგრაციისა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები.
საკანონმდებლო ორგანოში მისვლამდე ლანდსბერგისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრაზე მათ კავკასიის რეგიონის პრობლემები განიხილეს. ამას გარდა, ლანდსბერგისმა მხარეებს მოუწოდა, რომ სრულად შესრულდეს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი.
"მინდა დავადასტურო, რომ ლიეტუვა ქართველი ხალხის ერთგული მეგობარი და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერია. ჩვენ ბატონ მინისტრთან ერთად განვიხილეთ კავკასიის რეგიონის პრობლემები და აღმოსავლეთ პარტნიორობა. ლიეტუვა ქართველი ხალხის ერთგული მეგობარი და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერია. აქ ვარ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ დროს.
თვითმხილველი ვართ, რუსეთის მზარდი აგრესიის უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან და ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზებით. თუ შეიძლება ასე ითქვას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ე.წ მშვიდობის დამყარებაში ხელშეწყობას.
ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და შეგვიძლია ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გავზარდოთ, მაგრამ ვხედავთ, პოლიტიკური პრობლემების არსებობას. ჩვენ მოგიწოდებთ, შესრულდეს პრეზიდენტ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტი. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა პარტია უერთდება ამ შეთანხმებას, რაც პარლამენტს მისცემს საშუალებას, რომ განახორციელოს სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს და მის პოლიტიკურ სისტემას, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი და უსაფრთხო",- თქვა მან.
ვიზიტის ფარგლებში, გაბრილიუს ლანდსბერგისი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდება.