
ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, მირზა ბახტაძემ, რომელსაც ცოლზე ძალადობას ედავებიან, თანამდებობა დატოვა. მას პროკურატურა ოჯახში ძალადობას ედავება და ბრალი 11 მარტს წარუდგინეს, თუმცა ამ დრომდე მირზა ბახტაძე თანამდებობის პირი იყო.
„მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ეს თანამდებობა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში. მირზა ბახტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.
იხილეთ ასევე: